მძღოლ-ექსპედიტორი
სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს "ჯიემ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:
- ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა, მანქანის დატვირთვა და გადატანა;
- განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
- პროდუქციის მიღება/ჩაბარების და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელია).
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ენერგიული და კომუნიკაბელური;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.