მძღოლ-ექსპედიტორი — ექსპრეს საქართველო 2025

ექსპრეს საქართველო 2025

მძღოლ-ექსპედიტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ექსპრეს საქართველო 2025" არის საკურიერო-ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი / რეგიონები

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • ტვირთის სორტირება (ავტომობილში ჩატვირთვამდე), მითვლა, მიწოდება
  • ტვირთის ან/და ამანათების დროული და უსაფრთხო მიწოდება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით (მისამართის სიზუსტის გადამოწმება)
  • ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის სწორად წარმოება
  • ჩაბარებული ტვირთის/ამანათების რაოდენობის კონტროლი და ხარისხიანად განაწილების უზრუნველყოფა
  • კლიენტებთან კორექტული და პასუხისმგებლობიანი კომუნიკაცია
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა (რეცხვა, სერვისი)
  • კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საქმესთან პირდაპირ კავშირში არსებული სხვა დავალებების შესრულება
  • კომპანიის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დაცვა
  • სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება
  • მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის საკუთრების გაფრთხილება
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
  • დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროული და ჯეროვანი შესრულება
  • პრობლემის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება