მძღოლ-ექსპედიტორი — IDS Borjomi

IDS Borjomi — ლოგო
IDS Borjomi

მძღოლ-ექსპედიტორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მძღოლ-ექსპედიტორის (B) პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე;

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + გადაზიდული ტონაჟის მიხედვით (1600-დან 2000 ლარამდე);

ბონუსი: ყოველ 3 თვეში ერთხელ.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება;
  • სასაქონლო ზედნადების სავაჭრო/კვების ობიექტისათვის გადაცემა;
  • სავაჭრო ობიექტიდან შესაბამისი თანხების დროული მიღება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტიდან მიღებული თანხის ჩაბარება მოლარე-ბუღალტრისთვის/მოლარე-ოპერატორისთვის;
  • კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
  • კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
  • პროდუქციის გადმოტვირთვა და შეტანა სავაჭრო ობიექტზე;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია უნარები და ცოდნა:

  • საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • აუცილებელია კანდიდატს ქონდეს მართვის მოწმობა B კატეგორია (მინ. 2 წლიანი ფლობა) და სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

შერჩევის ეტაპები:

  • მარტივი ტესტი (ყურადღებასთან დაკავშირებული);
  • ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან;

საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.