მძღოლ-ექსპედიტორი
G&A Group, ნახევარფაბრიკატების წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
კომპანია: G&A Group (ბრენდები: Rera, Khinda)
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება სავაჭრო ობიექტებსა და პარტნიორ კომპანიებში;
- მიწოდების განხორციელება წინასწარ დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
- სატრანსპორტო საშუალების გამართული მდგომარეობის კონტროლი;
- პროდუქციის ჩაბარება შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
- ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის კონტროლი;
- მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება;
- კომპანიის სტანდარტებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს:
- რომლებსაც აქვთ C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- რომლებსაც აქვთ ექსპედიტორად ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება და პირობები:
- ფიქსირებული ხელფასი – 1,200 ₾;
- ბონუსი – 400 ₾-მდე
- სამუშაო გრაფიკი – კვირაში 6 სამუშაო დღე;