მძღოლ-ექსპედიტორი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას ცენტრალურ ლაბორატორიაში.
სამუშაო ადგილი: ალექსანდრე ყაზბეგის N16
სამუშაო განრიგი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ტერიტორიაზე არსებული რეაგენტების, სახარჯი მასალების, სამედიცინო აპარატურის, სამეურნეო საწყობიდან გაცემული საქონლის გადატანა საჭიროებისამებრ.
- ტვირთის უსაფრთხო დატვირთვა და მარშრუტის დაგეგმვა.
- ბინაზე სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მსუბუქი ავტომობილის (მექანიკა) მართვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- საქართველოს რეგიონებში გადაადგილების გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- არაკონფლიქტურობა.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!