მძღოლ-ექსპედიტორი — დელივეროუ

დელივეროუ — ლოგო
დელივეროუ

მძღოლ-ექსპედიტორი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია დელივეროუ არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;

დელივეროუ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-შაბათი, 10 დან 18 საათამდე;

ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული;

მოთხოვნები:

  • ტვირთის ან/და ამანათების დროული და უსაფრთხო მიწოდება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით; (მისამართის სიზუსტის გადამაოწმება)
  • ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
  • ჩაბარებული ტვირთის/ამანათების რაოდენობის კონტროლი და ხარისხიანად განაწილების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებთან კორექტული და პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
  • კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა) (სასურველია C კატეგორიაც);

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სისწრაფე და მოქნილობა;
  • სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
  • შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ‘’პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ