მძღოლ-ექსპედიტორი
შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი", როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით აქვს შესრულებული მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე შესყიდვების განყოფილებაში.
მდებარეობა: თბილისი
- სფერო: ტრანსპორტი / ლოგისტიკა
- სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდული მასალების/ტვირთის ტრანსპორტირება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;
- ტვირთის გადაზიდვისას ტექნიკური ექსპლუატაციის, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომების დაცვა;
- ტრანსპორტირებისას ტვირთის დაზიანების პრევენცია და კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და ვადების დაცვის უნარი.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორპორატიულ ნომერს;
- მუშაობისათვის სათანადო და უსაფრთხო პირობებს.