მძღოლ-ექსპედიტორი — აგროჰაბი

აგროჰაბი — ლოგო
აგროჰაბი

მძღოლ-ექსპედიტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიის შინაგანაწესის დაცვით;
  • პროდუქციის მიწოდება დანიშნულების ადგილას დროულად და შეფერხების გარეშე;
  • ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის გამართულობის მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების, განახლების და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება.

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.