მძღოლ-დისტრიბუტორი, მძღოლი
სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრედინგ" აცხადებს ვაკანსიებს:
1. მძღოლ-დისტრიბუტორი ქალაქ თბილისში (ეველინა თავაძის ქ.12).
საშუალო ანაზღაურება 2500 ლარი
მძღოლ-დისტრიბუტორის მიმართ მოთხოვნები:
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1-2 წელი;
- თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
- მართვის მოწმობა;
- აუცილებელი პირობა - სამსახურის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- დოკუმენტებთან და პოკეტთან მუშაობის სრულყოფილი უნარი.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
- კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და კონტროლი;
- ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
2. მძღოლი ქალაქ თბილისში (ეველინა თავაძის ქ.12).
მძღოლის მიმართ მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;
- აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშულების მართვის უნარი და გამოცდილება
- B, C კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)
სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: სრული კვირაში 6 დღე. კვირა დღეს დასვენება
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
მოვალეობები:
- საქონლის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს რეგიონებში
- ავტომობილის ტექნიკური მხარის კონტროლი და ხარვეზებზე დროული რეაგირება.
- ავტომობილის სისუფთავის უზრუნველყოფა