მძღოლ-დისტრიბუტორი / C კატეგორია — ბლექ სი დისთრიბუშენი

ბლექ სი დისთრიბუშენი — ლოგო
ბლექ სი დისთრიბუშენი

მძღოლ-დისტრიბუტორი / C კატეგორია

₾1300-1800 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

მართვის მოწმობა: B, C კატეგორია (მექანიკა)

ანაზღაურება: 1300-1800

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაფორმებული შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის მიღება, გადამოწმება და ტრანსპორტირება მითითებულ მარშრუტებზე;
  • პროდუქციის მიღებისას სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის (ცალობრივი რაოდენობა, ნიშნები, ნომრები) გადამოწმება;
  • პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება, საერთო წონისა და შიგთავსის კონტროლი;
  • მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის;
  • ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა;
  • პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური და სანიტარულ ნორმების შესაბამისობაში მოყვანა;
  • მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში, ტრანსპორტირების პროცესში მისი სათანადო პირობებში (ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის და საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომხმარებლებთან თავაზიანი და კორექტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
  • კომპანიის შინაგანაწესის, სამუშაო ტერიტორიაზე მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა მიმდინარე პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მართვის მოწმობა: B, C კატეგორია (სასურველია);
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი აქტიური გამოცდილება;
  • სადისტრიბუციო სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.