მძღოლ-დისტრიბუტორი
"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული თხილეულის და ჩირეულის, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დამზადება, დაფასოება.
"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ხელფასი: 1500-დან 2000 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობიდან სარეალიზაციო პროდუქციის მითვლა, მანქანის დატვირთვა
- პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით სალარო აპარატის გამოყენების ცოდნა
- სამუშაო დღის ბოლოს ობიექტებიდან ამოღებული თანხის ბანკში შეტანა
- მასზე მიბარებული ავტომანქანის მართვა გაფრთხილება
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა მანქანის მართვის გამოცდილება მინ. ერთი წელი
- სავალდებულოა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- მასზე მიბარებული ავტომანქანის მართვა გაფრთხილება
- მანქანის ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა, როგორც სალონის, ასევე ძარის
- ქართული ენის ცოდნა
უნარები და კომპეტენციები:
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- გამართული მეტყველება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დისციპლინირებულობა
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა