მძღოლ-დისტრიბუტორი
188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიღებული დავალების შესაბამისად პროდუქციის მიღება, გადამოწმება და ტრანსპორტირება მითითებულ მარშრუტებზე;
- პროდუქციის მიღებისას სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის (ცალობრივი რაოდენობა, ნიშნები, ნომრები) გადამოწმება;
- პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება, საერთო წონისა და შიგთავსის კონტროლი;
- მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის;
- ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა;
- პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური და სანიტარულ ნორმების შესაბამისობაში მოყვანა;
- ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის და საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
- მომხმარებლებთან თავაზიანი და კორექტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
- კომპანიის შინაგანაწესის, სამუშაო ტერიტორიაზე მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა მიმდინარე პროფესიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა)
- ანაზღაურება: 1600-1800
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.