მბეჭდავი ოპერატორი — კოლორპაკი

კოლორპაკი — ლოგო
კოლორპაკი

მბეჭდავი ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კოლორ პაკი" არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.

როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ პაკი" გეძებს შენ მბეჭდავი ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საღებავების მომზადება;
  • დანადგარზე საბეჭდი ფორმების დაყენება/შეცვლა;
  • ბეჭდვის პროცესის მართვა;
  • საბეჭდი დანადგარის მართვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვების თანადაფინანსებას;
  • ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
  • მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ლოკაცია: ე. ბაღდავაძის ქუჩა #3