მაცივარაგენტზე მომუშავე დანადგარების ტექნიკოსი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

მაცივარაგენტზე მომუშავე დანადგარების ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კარფური ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში - მაცივარაგენტზე მომუშავე დანადგარების ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიაში არსებული მაცივარაგენტზე მომუშავე დანადგარების აღრიცხვა სსდ გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მოთხოვნების შესაბამისად;
  • მაცივარაგენტების ჟონვის მინიმუმამდე შემცირების მიზნით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, მათ შორის მაცივარაგენტების ჟონვაზე შემოწმება;
  • უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
  • 3 კგ. და 3 კგ-ზე მეტი მაცივარაგენტის შემცველი მოწყობილობების აღრიცხვა და კანონით განსაზღვრულ ვადებში ჟონვაზე შემოწმება;
  • Emoe.gov.ge პორტალზე შესაბამისი ინფორმაციის ატვირთვა, კონტროლი და მართვა;
  • ჟონვის დაფიქსირების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა, შესრულება და ხარვეზის აღმოფხვრა;
  • 3 კგ-ზე მეტი მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების გარე ბლოკების ნიშანდების წარმოება და განახლება;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობებთან მუშაობის მიმართულებით;
  • მაცივარაგენტზე მომუშავე დანადგარების სერვისისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
  • გათბობა-გაგრილების სისტემებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამაცივრე სისტემებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაცივარაგენტებთან მუშაობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • N333 და N335 სახელმწიფო დადგენილებების ცოდნა;

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, საქართველო, ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, ნავთლუღის ქ., N8ა) მიერ. მათ შორის, უფლებამოსილი პირის, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს" (ლიცენზიის N.: 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადაა ერთი წელი. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ "კარფურის" პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: Privacy Webform.. ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!