მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი
შვეიცარიული სკოლა თბილისში აცხადებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის ვაკანსიას. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერა:
- ხელმძღვანელობს სკოლის სამეურნეო საქმიანობას;
- ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის საქმიანობას;
- სკოლის თანამშრომლებს ამარაგებს საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით;
- კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სკოლის დროულ მომზადებას სასწავლო პროცესის დასაწყებად;
- ახორციელებს სკოლის შენობის, საკლასო ოთახების, სასწავლო კაბინეტების, ასევე სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
- ხელმძღვანელობს სკოლის ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;
- უზრუნველყოფს სკოლის ქონების საინვენტარო აღრიცხვას, მონაწილეობას იღებს სკოლის ქონების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას;
- უზრუნველყოფს მატერიალური რესურსის საჭიროებების დადგენას;
- კოორდინირებას უწევს სკოლის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას და დასაწყობებას.
პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მატერიალური რესურსების მართვის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.