მატერიალურ-ტექ. უზრუნვ. მენეჯერი/სამეურნეო ნაწ. ხელმძღვანელი — თბილისის საერთაშორისო სკოლა

თბილისის საერთაშორისო სკოლა — ლოგო
თბილისის საერთაშორისო სკოლა

მატერიალურ-ტექ. უზრუნვ. მენეჯერი/სამეურნეო ნაწ. ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი/სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00

დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები

ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანი, თავისუფლების ქუჩა 10

სკოლის შესახებ:

თბილისის საერთაშორისო სკოლა არის პრესტიჟული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სთავაზობს მოსწავლეებს უმაღლესი სტანდარტების განათლებას. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვა, მოვლა-პატრონობა და კონტროლი;
  • სკოლის შენობის, ინვენტარისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური პერსონალის (დამლაგებლები, დარაჯები, ხელოსნები) მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
  • მიმდინარე სარემონტო, სამღებრო ან სხვა სახის ტექნიკური სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
  • სკოლისთვის საჭირო სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შესყიდვების დაგეგმვა, მარაგების კონტროლი და განაწილება;
  • კომუნალური სერვისების (ელექტროენერგია, წყალი, გათბობის სისტემები) გამართული მუშაობის მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ტექნიკური, ადმინისტრაციული ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში);
  • გუნდის მართვისა და ორგანიზატორული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (სამეურნეო აღრიცხვისთვის).

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).

როგორ მოგვმართოთ:

არაუგვიანეს 2026 წლის 19 ივლისისა.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი/სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი".

შენიშვნა: შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.