მათემატიკის მასწავლებელი/რეპეტიტორი
აკადემია ატლასი აცხადებს მათემატიკის მასწავლებლის/რეპეტიტორის ვაკანსიას.
აკადემიის ადგილმდებარეობა: წერეთლის მეტროდან 1 წუთში, ფოთის ქუჩაზე.
გრაფიკი: მოქნილი.
ანაზღაურება: დამოკიდებული მოსწავლეების და ჯგუფების რაოდენობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- საფუძვლიანი საგნობრივი ცოდნა და სწავლების მტკიცე უნარები.
- საგნის შესაბამისი მიმართულებით - უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- პედაგოგიური გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადება.
- აკადემიის მიერ ჩატარებულ, შიდა, პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ, უფასო ტრენინგებში მონაწილეობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე.
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან დასრულების ცნობა) ასლი.
- დამამთავრებელ კურსზე ყოფნის შემთხვევაში: 1. აქტიური სტუდენტური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, 2. სრული ნიშნების ფურცელი განვლილი საგნებისთვის (მიმდინარე GPA-ის მითითებით).
შერჩევის ეტაპები:
- დოკუმენტაციის გადარჩევა.
- გასაუბრება.
- საგნობრივ ცოდნაში ტესტირება (ადგილზე, აკადემიაში).