მასტერ-ბარისტა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
"მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ "კოფისტა"-ში მასტერ-ბარისტას პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 1100 ლარი (+ ბონუსი 200ლ);
ფუნქცია -მოვალეობები:
- ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- სენდვიჩების აწყობა;
- მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა ;
- შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
- შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა;
- ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური;
- მეგობრული;
- პუნქტუალური;
კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრეინინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.