მასაჟისტი- ბათუმი — Greenwood Hotel

Greenwood Hotel — ლოგო
Greenwood Hotel

მასაჟისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი - გამოძახებით

ანაზღაურება - საბონუსე

სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხეულის სარელაქსაციო და მასაჟების გაკეთება;
  • სახის სხვადასხვა პროცედურების გაკეთება;
  • პროცედურების დროს გამოყენებული ინვენტარის, პროდუქციის და სივრცის მოწესრიგება;
  • სტუმრების კონსულტაცია პროდუქციისა და პროცედურების შესახებ;
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა და სასტუმროს მიერ დადგენილი სტანდარტებით მუშაობა;
  • სასტუმროს სპა სივრცეში ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს მომსახურების ხარისხის დაცვა, პროცედურების დროული ჩატარება და დროული მომსახურების გაწევა;

მოთხოვნები:

  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

  1. განაცხადების გადარჩევა
  2. გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".

გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."

გისურვებთ წარმატებას!