მასალათმცოდნე/ტექნიკური სპეციალისტი — საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

მასალათმცოდნე/ტექნიკური სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აცხადებს ვაკანსიას მასალათმცოდნეს / ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კონსტრუქციული მასალების (ფოლადები, შენადნობები, პოლიმერები, მჭიდები/ჰერმეტიკები) და ტექნიკური სითხეების (ინდუსტრიული/ჰიდრავლიკური ზეთები, საპოხები) ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და თავსებადობის შეფასება.
  • პროდუქციის თანმხლები სერტიფიკატების, ხარისხის პასპორტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის აუდიტი/შემოწმება.
  • შესყიდვებისა და საინჟინრო გუნდებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება და პროდუქციის შერჩევაში მონაწილეობა.
  • მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან (ГОСТ, ISO, DIN, MIL, ASTM, EN და ა.შ.) შესასყიდი რესურსების შესაბამისობის დადგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (მასალათმცოდნეობა, მეტალურგია, ქიმიური/მექანიკური ინჟინერია ან მომიჯნავე მიმართულება).
  • სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიულ, საწარმოო, სამშენებლო ან ლაბორატორიულ სექტორში.
  • სტანდარტებთან მუშაობა: ГОСТ/ISO/ASTM და ა.შ. სტანდარტებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
  • ტექნიკური ცოდნა: ფოლადის/ლითონთა თვისებების, კოროზიის საფუძლებისა და ტექნიკური სითხეების/საპოხების ძირითადი მახასიათებლების ცოდნა.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები: MS Office (განსაკუთრებით MS Excel) პროგრამების კარგი ცოდნა.
  • ენები: ტექნიკური რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციასა და სტანდარტებში ორიენტაციის დონეზე).