მარკეტის მენეჯერი
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.
კომპანია ნოსტე აცხადებს ვაკანსიას მარკეტის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass და სხვა ბენეფიტები;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰიგიენის, სანიტარული, უსაფრთხოებისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვა;
- მაღაზიის დროული გახსნა და დახურვა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
- პროდუქციის მიღება - განლაგების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვარგისიანობისა და ვიზუალის კონტროლი;
- მომხმარებლის მომსახურება სტანდარტების დაცვით;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
- მაღაზიის პერსონალის მართვა;
- მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ ნავაჭრი თანხის ანგარიშზე შეტანა;
- მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
- გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
- მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #62
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსრირებული 1500 + ბონუსი)