მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA)
კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს მარკეტინგული პროექტების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება როგორც კომპანიის, ასევე, მის პორტფელში არსებული ბრენდების განვითარების მიზნით;
- მარკეტინგული კონცეფციების შემუშავებისას შეხვედრებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა დეველოპერული პროექტისთვის სოც.მედია კონტენტის ბრიფების მომზადება;
- სარეკლამო სააგენტოებთან, ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან, კონტენტ კრეატორებთან, დიზაინერებთან ურთიერთობა, დავალებების მიცემა, გადაღებაზე დასწრება, ტექსტების გაწერა და დავალებების ჩაბარება;
- სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
- სარეკლამო მასალების მომზადება: გარე რეკლამა, სატელევიზიო რეკლამა, ბროშურა, პრეზენტაცია;
- მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება, კონტროლი, რეპორტინგი;
- კომპანიის ვებ-გვერდების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (ცვლილებები, ხარვეზები, თარგმნა, სიახლეების დადება, ფოტოების ატვირთვა, დეველოპერთან კომუნიკაცია);
- უძრავი ქონების საიტებზე განცხადებების ატვირთვა, განახლება და მონიტორინგი;
- მარკეტინგული დოკუმენტაციის მომზადება/შენახვა/ჩარიცხვების კონტროლი;
- სხვა დავალებების შესრულება მარკეტინგის განყოფილების უშუალო ხელმძღვანელობითა და დავალებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უძრავ ქონებაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური თანამშრომლობის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა.
სამუშაო განრიგი:
- სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge/