მარკეტინგის სპეციალისტი
European Fertility Clinic — ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის კლინიკა და რეპროდუქციული მედიცინის სპეციალიზებული ცენტრი თბილისში. ჩვენ ვახორციელებთ უნაყოფობის სრულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ვეხმარებით პაციენტებს აისრულონ ოცნება და გახდნენ მშობლები.
ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მარკეტინგის სპეციალისტი რუსული და ინგლისური ენების ცოდნით
ძირითადი მოვალეობები- კლინიკის სამედიცინო სერვისების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე;
- კლინიკის სამედიცინო სერვისების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება უცხოელი პაციენტებისთვის (ევროპა, აშშ, ჩინეთი);
- კლინიკის მონაწილეობის ორგანიზება საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში;
- ბაზრის, კონკურენტების და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების ანალიზი;
- სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა (ონლაინ და ოფლაინ);
- ვებგვერდთან მუშაობა: კონტენტის შექმნა, ვიზუალური გაფორმება და განახლება;
- სოციალური მედიის (SMM) მართვისა და განვითარების კონტროლი;
- მომხმარებელთა მოზიდვის ღონისძიებების ორგანიზება (ვებინარები, აქციები, პრეზენტაციები);
- პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა (სარეკლამო სააგენტოები, მედია, დიზაინერები და სხვ.);
- მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
- სტრატეგიული აზროვნება;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- კრეატიულობა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- რუსული და ქართული ენების ცოდნა.
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ოფიციალურ დასაქმებას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კომფორტულ სამუშაო პირობებს;
- სამუშაო გრაფიკს: 5/2, სრული განაკვეთი, ოფისში მუშაობა.
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა;
- B2C მარკეტინგი;
- ბრენდის განვითარება და პოპულარიზაცია;
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
- მარკეტინგული სტრატეგიის მართვა;
- სტრატეგიული დაგეგმვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის II შესახვევი, №33
როგორ უნდა განაცხადოთ:თუ გსურთ გახდეთ European Fertility Clinic-ის გუნდის წევრი,
a.tikhonova@efclinic.ge