მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება;
** პროექტებში ჩართული თანამშრომლებისთვის შესაბამისი დავალებების დელეგირება და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
** პროექტებისა და კამპანიების ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** ბრენდისა და პროდუქტების ეფექტიანად წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და ორგანიზება;
** მომწოდებლებთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ბაზრის პერიოდული კვლევა და კონკურენტული ანალიზის ჩატარება;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან შესაბამისი მიმართულებით;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირებისა და გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ორგანიზაციული, საკომუნიკაციო და ანალიტიკური უნარები.
საკონტაქტო:
ელფოსტა: ტელეფონი: 599 55 33 10