მანქანების გაქირავების აგენტი
ჰასტი მანქანის გაქირავების კომპანია მოხარულია გამოაცხადოს სამუშაო შესაძლებლობა მანქანების გაქირავების აგენტის როლზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- თბილისის აეროპორტში და თბილისის ფარგლებში მანქანების მიწოდებისა და შეგროვების მართვა და კოორდინაცია.
- სატრანსპორტო საშუალებების რეგულარული მომსახურების უზრუნველყოფა.
- მომხმარებლებთან ურთიერთობა და მანქანის გადაცემამდე საჭირო დოკუმენტების გადამოწმება.
- ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მიწოდება.
დამატებითი მოთხოვნები:
- მინიმალური ასაკი 21 წელი.
- აქვს სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში სასურველია საბაზისო საავტომობილო ცოდნით.
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;
- გამოვლენილი პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციისთვის ინგლისური ენის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალთა გუნდი და დამხმარე სამუშაო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1550 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, კოსტავას 12. ძირითადად ფუნქციონირებს თბილისის აეროპორტში ავტომობილის მიღებისა და მიწოდების მიზნით.
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული
N.B: გთხოვთ, არ უპასუხოთ, თუ არ გაქვთ გამოცდილება მართვის ან/და ინგლისური ენის ცოდნის შესახებ!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: კანდიდატების შერჩევა დამყარდება ინტერვიუებზე და დაგიკავშირდებათ მხოლოდ მოკლე სიაში მყოფი კანდიდატები.