მაღაზიის სუპერვაიზორი- ბათუმი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

მაღაზიის სუპერვაიზორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ბათუმში, მაღაზიის სუპერვაიზორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვარტალური ბონუსი;
  • 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში;
  • 20% ფასდაკლება კვებაზე;
  • ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
  • სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი;
  • ფასების, პროდუქციის ხარისხის და მომსახურების დონის კონტროლი;
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტის, განსაკუთრებით Fresh Food კატეგორიის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS);
  • სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება;
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად თანამშრომლების სამუსაო გრაფიკის ეფექტური დაგეგმვა და დაცვის უზრუნველყოფა;
  • ახალი თანამშრომლებისთვის მაღაზიის ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!