მაღაზიის სუპერვაიზორი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

მაღაზიის სუპერვაიზორი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კარფური ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, მაღაზიის სუპერვაიზორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1200-1400 ლარი
  • კვარტალური ბონუსი
  • 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში
  • 20% ფასდაკლება კვებაზე
  • ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა
  • სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
  • პროდუქციის ფასის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS)
  • სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ეფექტური დაგეგმვა და დაცვის უზრუნველყოფა
  • ახალი თანამშრომლებისთვის მაღაზიის ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!