მაღაზიის ოპერატორი — აქვარუმი

აქვარუმი

მაღაზიის ოპერატორი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
აქვარუმი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ოპერატორის პოზიციაზე.

https://aquaroom.ge/ 


მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველა გამზირი #90

სამუშაო სფერო: საცურაო აუზები, საუნები, წყლის ფილტრაცია და აქსესუარები

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს მაღაზიის ოპერატორის პოზიციაზე. თუ გსიამოვნებთ მომხმარებლებთან ურთიერთობა, ორგანიზებულ გარემოში მუშაობა და გუნდური საქმიანობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა, მომხმარებლების პროფესიული და კეთილგანწყობილი მომსახურება;
** პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინვოისების) წარმოება;
** მაღაზიაში წესრიგისა და პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების და შიდა პროცედურების დაცვა;
** მომხმარებლის შეკვეთების ფიზიკური მომზადება — პროდუქციის შეგროვება, მიმდებარე საწყობებიდან გამოტანა და კლიენტისთვის გადასაცემად მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა დამწყებ კანდიდატებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის შესახებ:

პოზიცია მოიცავს პროდუქციის მიღებას, გადაადგილებას, საწყობიდან გამოტანას და მომხმარებლის შეკვეთების ფიზიკურ მომზადებას, ამიტომ უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ აქტიურ და ფიზიკურად დატვირთულ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობა.

მნიშვნელოვანია:


** კარგი ფიზიკური გამძლეობა და ენერგიულობა;

** სხვადასხვა წონის პროდუქციის გადაადგილებისა და დამუშავების უნარი;

** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;

** პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (2 მცოცავი დასვენების დღე)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (1 საათიანი შესვენებით)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1500 ლარი

განაცხადის წესი:

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ