მაღაზიის მენეჯერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს მაღაზიის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.
სამუშაო ფორმატი: სრული, On-site;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 საათი;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00;
ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი + ბონუსი;
სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა;
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მაღაზიის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტის ეფექტიან ფუნქციონირებას, გაყიდვების მიზნების შესრულებასა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების დაცვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მაღაზიის ოპერაციული მართვა:
- მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო სივრცის ეფექტიანი მართვა და პროდუქციის სწორი განლაგების კონტროლი;
- მარაგების, შეკვეთებისა და საწყობთან კოორდინაციის მართვა.
გაყიდვები და მომსახურება:
- მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.
გუნდის მართვა:
- მაღაზიის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- თანამშრომელთა შეფასება, მოტივაცია და განვითარება;
- შრომითი დისციპლინისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
- გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესების ცოდნა;
- მარაგებისა და სასაწყობე ოპერაციების მართვის გამოცდილება;
- ძLიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მაღაზიის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ(ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგის" (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისთვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: .