მაღაზიის მენეჯერი — დიოგენე

დიოგენე

მაღაზიის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თუ გიყვართ წიგნები, გსიამოვნებთ ადამიანებთან ურთიერთობა და გაქვთ გუნდის მართვის გამოცდილება, მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით.

გამომცემლობა "დიოგენე" ეძებს წიგნის მაღაზიის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მაღაზიის ეფექტურ მუშაობაზე, გაყიდვების შედეგებზე, მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფასა და გუნდის მართვაზე.

ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს წიგნები, აინტერესებს ლიტერატურა და შეუძლია გუნდის ეფექტურად მართვა, პროცესების ორგანიზება და შედეგების მიღწევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა, შედეგების მონიტორინგი და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • მაღაზიის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია, მოტივაცია და მხარდაჭერა;
  • სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და სამუშაო დისციპლინის კონტროლი;
  • მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და ინტერესების ანალიზი;
  • სალარო და საოპერაციო პროცესების კონტროლი;
  • მარაგების მართვა, მოთხოვნადი წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დეფიციტების დროული იდენტიფიცირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და მარაგების სისწორის კონტროლი;
  • მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების, სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • აქციების, სპეციალური შეთავაზებებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება;
  • პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა;
  • ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერულ, ადმინისტრაციულ, გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ლიდერული უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Google Workspace ან ანალოგიური) საბაზისო ცოდნა;
  • წიგნებისადმი ინტერესი და ლიტერატურის ცოდნის განვითარების სურვილი;
  • სასურველია იყოს აქტიური მკითხველი და იცნობდეს ქართველ და უცხოელ ავტორებს, ძირითად ლიტერატურულ ჟანრებსა და თანამედროვე წიგნის ბაზარს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
  • წიგნებით, კულტურითა და განათლებით დაინტერესებულ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • "დიოგენეს" ძლიერი და მრავალწლიანი ბრენდის ნაწილად გახდომას.