მაღაზიის მენეჯერი — Edison Store

Edison Store

მაღაზიის მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Edison Store - ელექტრონული კომპონენტების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ელექტრონიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვების, შეკვეთების, მარაგების, საწყობისა და ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია;
  • ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების (სალარო, ინვოისები, ზედნადებები, პროგრამული ოპერაციები) კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის, ვებ-გვერდისა და საკომუნიკაციო არხების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის, ფასმაჩვენებლების, სავაჭრო სივრცისა და მაღაზიის სტანდარტების ზედამხედველობა;
  • თანამშრომელთა გუნდის მართვა, სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა, შერჩევის პროცესში მონაწილეობა და გუნდის განვითარება;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის, მარაგების შევსების, აქციების დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესების მართვა.

პირობები:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:00;
  • ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი;
  • სატელეფონო კორპორატიული პაკეტი;
  • ანაზღაურება: 2000 ₾ + ბონუსი.

მისამართი: ალ. ყაზბეგის #9

http://store.edison.ge

http://facebook.com/EdisonMarketplace