მაღაზიის მენეჯერი — ულტრა

ულტრა — ლოგო
ულტრა

მაღაზიის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს მაღაზიის მენეჯერს!

"ულტრა" 19 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.

თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა;
  • მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მაღაზიაში პროდუქციის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობისა და ეფექტური განთავსების კონტროლი;
  • სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება;
  • კონტროლი, დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

  • ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.