მაღაზიის მენეჯერი
კომპანია "New Fashion Group" საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში აღიარებულ ბრენდებს - Tom Tailor-სა და Bikkembergs-ს.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ტრენდებზე მორგებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, მაღალი ხარისხის სერვისს და სასიამოვნო სავაჭრო გარემოს.
თუ გსურთ კარიერის განვითარება საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით, პროფესიონალურ და პროგრესზე ორიენტირებულ გუნდში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
ვაკანტური ადგილი: 1
ადგილმდებარეობა: თბილისი - Tbilisi Outlet Village
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მაქსიმუმ 40 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის პერსონალის მართვა;
- ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
- პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
- მიზნების მიღწევა გუნდის სწორი მართვითა და თანამშრომელთა განვითარებით.
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
- მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
- მერჩენდაიზინგი სტანდარტების მიხედვით;
- ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
- მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
- სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
- საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
- ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვა;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი
- მარაგებისა და სასაწყობე ოპერაციების მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- სალარო და საოფისე პროგრამების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (ხელზე): 1300 ლარი;
- მოტივაციურ საბონუსე სისტემას;
- ტრანსპორტირებას სამგორის მეტროდან აუთლეტამდე და უკან;
- სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის მაღაზიებში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგებს;
- კომფორტულ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს.