მაღაზიის ადმინისტრატორი- გლდანი/საბურთალო — კარფური სითი

კარფური სითი — ლოგო
კარფური სითი

მაღაზიის ადმინისტრატორი- გლდანი/საბურთალო

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კარფური სითი ამჟამად გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: გლდანი/საბურთალო

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1100-1400 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე)
  • შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
  • სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
  • დასაქმებას შეხვედრის დღესვე
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ და გაზრდილ ანაზღაურებას
  • მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
  • პროდუქციის ფასის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS)
  • სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ეფექტური დაგეგმვა და დაცვის უზრუნველყოფა
  • ახალი თანამშრომლებისთვის მაღაზიის ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ