მაღაზიის ადმინისტრატორი
SPAR Georgia - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,,Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,,Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;
- კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;
- მგზავრობის თანხის უზრუნველყოფას;
- ლოიალობის ბონუსს (ნამუშევარი პერიოდის მიხედვით);
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის შესყიდვა და უკან დაბრუნება;
- მომწოდებელთან შეკვეთების ფორმის დროული მომზადება და მათთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
- მაღაზიაში პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;
- სალაროს წარმოების კონტროლი;
- მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების კონტროლი;
- პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია 1C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
- თავაზიანი;