ლოჯისტიკის სპეციალისტი- ფოთი — ტრანს ალიანს ფოთი

ტრანს ალიანს ფოთი — ლოგო
ტრანს ალიანს ფოთი

ლოჯისტიკის სპეციალისტი- ფოთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია შპს "ტრანს ალიანს ფოთი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • CMR-ისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების მომზადება, შევსება და გაფორმება;
  • სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა და არქივირება;
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა;
  • მონაცემების აღრიცხვა და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ლოჯისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • CMR-ისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • გუნდში მუშაობისა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სრულ განაკვეთზე დასაქმებას.

სამუშაო ადგილი: ფოთი