ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
შპს "თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლოჯისტიკის სამსახურის ეფექტური მართვა, კლინიკის ინფრასტრუქტურის, ტექნიკური მომსახურების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, ტრანსპორტირების, სასაწყობო პროცესებისა და სამედიცინო და არასამედიცინო აღჭურვილობის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კლინიკის შენობაში არსებული ელექტრო, სანტექნიკური, გათბობის ვენტილაციის, კონდიცირებისა და სხვა საინჟინრო სისტემების გამართული მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი და მათი უწყვეტი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- ელექტროგაყვანილობის, განათების სისტემების, წყლის, კანალიზაციისა და სანტექნიკური ქსელების დაზიანებების დროული გამოვლენა, შეფასება და კომპეტენციის ფარგლებში მათი აღმოფხვრა;
- მცირე ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
მოთხოვნები:
- ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება (სასურველია);
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
- უპირატესობა: კლინიკაში ან ჰოსპიტალში მუშაობის გამოცდილება.
ბოლო ვადა 2026 წლის 03 სექტემბრამდე.