ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი — თიჯი ლოჯისტიკს

თიჯი ლოჯისტიკს — ლოგო
თიჯი ლოჯისტიკს

ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თიჯი ლოჯისტიკს აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლაში ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

  • ყოველ მეორე დღეს, თვეში 15 დღე.
  • 01:00 AM - 09:00 AM

ანაზღაურება: $700-$800 ექვივალენტი ლარში

ძირითადი მოვალეობები:

  • აშშ-ის ტერიტორიაზე კომპანიის ტვირთების გადაზიდვის პროცესების მონიტორინგი
  • გადამზიდავი მძღოლებისა და მათი სატრანსპორტო საშუალებების მხარდაჭერა
  • პარტნიორ კომპანიებთან და ტვირთების დამკვეთებთან კომუნიკაცია საჭიროებისამებრ
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება მძღოლებისთვის, ან პარტნიორებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; კანდიდატმა უნდა შეძლოს ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბარი.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სასურველია იმეილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სასურველი პიროვნული უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ზრდად ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
  • ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი კარიერული სფეროს გამოცდილებას და ტრენინგებს.
  • მოქნილ საბონუსე სისტემას.