ლოჯისტიკის მენეჯერი- მცხეთა, საგურამო
სადისტრიბუციო კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სრული ლოჯისტიკური ციკლის კოორდინაცია და მართვა;
- ლოჯისტიკური ხარჯების ეფექტურობის განსაზღვრა;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა;
- მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა პროცესის გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა;
- სასაწყობე მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
- სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
- გაუქმებული შეკვეთების მონოტორინგი;
- პროდუქციის და ინვენტარის დროული და სწორი დაბრუნების უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება/კონტროლი;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შეფასება, წახალისება, სამსახურში გამოცხადების კონტროლი;
- ავტოპარკის მოვლა;
- წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება;
- სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სადისტრიბუციო სისტემის/ქსელის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდის მართვის უნარი;
- სიზუსტეს და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 25 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც