ლოჯისტიკის მენეჯერი — კარგო ლოჯისტ გრუპი

კარგო ლოჯისტ გრუპი

ლოჯისტიკის მენეჯერი

₾9000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ ლოჯისტიკის მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მოჭრილი ხელფასი (1700 ლარიდან) + ბონუსები (1500-9000 ლარი, დამოკიდებულია შეკვეთების შესრულებაზე);
  • საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
  • მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00, დასვენება - შაბათი და კვირა.

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო გადაზიდვების კოორდინაცია და ორგანიზება;
  • სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაჭრა;
  • ახალი ბაზების დამუშავება კონტაქტების მოძიების მიზნით.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც:

  • აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის/სატრანსპორტო სფეროში; (სასურველია საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით);
  • აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • არის აქტიური და შრომისმოყვარე;
  • ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური.