ლოჯისტიკის მენეჯერი — GeoPaper

GeoPaper

ლოჯისტიკის მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7

ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾, საგამოცდო პერიოდის შემდეგ - 1500 ₾

ძირითადი მოვალეობები:

  • იმპორტის პროცესის ორგანიზება და სრული კოორდინაცია (მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან, საბაჟო ბროკერებთან ურთიერთობა);
  • გადაზიდვის დოკუმენტაციის სრული კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • გადაზიდვების პროცესის მონიტორინგი საწყისი ეტაპიდან საბოლოო მიწოდებამდე;
  • დოკუმენტაციის საფუძველზე ტვირთის აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება Excel-ში;
  • ტრანსპორტირების ვადებისა და ხარჯების კონტროლი;
  • შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში (კომერციული შეთავაზებების მიღება, ფასების შედარება, მონაცემების დამუშავება);
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა (კანცელარია, საოფისე მარაგები, დოკუმენტების გაცემა/მიღება)

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ლოჯისტიკის მიმართულებით მცირე გამოცდილებაც ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • Fitpass სარგებლობის შესაძლებლობას;
  • კვების თანადაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.