ლოჯისტიკის მენეჯერი
სს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ანგარიშვალდებულია: დირექტორი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მტკვარი ჰესის შესახებ
მტკვარი ჰესი მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54 მეგავატია. მტკვარი ჰესმა ოპერირება 2025 წელს დაიწყო და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სივრცის მომარაგებას, ყოველწლიურად დაახლოებით 255 მლნ კვტ საათით.
პოზიციის მიმოხილვა:
ლოჯისტიკის მენეჯერი პასუხისმგებელია მტკვარი ჰესის ახალციხის ობიექტზე საწყობის მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკური პროცესების სრულ კოორდინაციაზე. პოზიცია მოიცავს მარაგების ეფექტიანი კონტროლს, შესყიდვების პროცესის მხარდაჭერასა და გეგმიური თუ ავარიული სარემონტო სამუშაოებისთვის რესურსების დროული უზრუნველყოფას — სადგურის შეუფერხებელი ოპერირების ხელშეწყობის მიზნით. პოზიცია პირდაპირ ექვემდებარება სადგურის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის მართვა და აღრიცხვა
- ჰესის საწყობში არსებული მასალების, მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილების სისტემატური აღრიცხვა და ინვენტარიზაციის წარმოება.
- მიღებული და გაცემული მასალების დოკუმენტური აღრიცხვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
- საწყობის ნაშთების პერიოდული ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
- ძირითადი აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების ბაზის (Spare Parts Register) წარმოება და რეგულარული განახლება.
- მარაგების დაგეგმვა და კონტროლი
- მინიმალური და კრიტიკული მარაგების კონტროლი, დეფიციტის რისკების პროაქტიული იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
- გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების წინასწარი უზრუნველყოფის ორგანიზება.
- სახარჯი მასალების, ინსტრუმენტების, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საჭირო რესურსების მოთხოვნების მიღება, დამუშავება და დროული მიწოდება.
- შესყიდვების მხარდაჭერა და ლოჯისტიკა
- შესაძენი მასალების ნუსხების მომზადება და შესყიდვების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
- შეძენილი მასალებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების, მიღებისა და ობიექტამდე მიტანის კოორდინაცია.
- კონტრაქტორებისა და მომსახურების მომწოდებლების მიერ მოწოდებული მასალების მიღებისა და შესაბამისობის კონტროლი.
- კოორდინაცია და საველე საქმიანობა
- ტექნიკურ და ოპერირების გუნდებთან მუდმივი კოორდინაცია საჭირო რესურსების დროული უზრუნველყოფის მიზნით.
- ობიექტზე პერიოდული ვიზიტების განხორციელება მარაგების, აღრიცხვისა და ლოჯისტიკური პროცესების შემოწმების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
- ბაკალავრის ხარისხი ლოჯისტიკის ან მონათესავე სფეროში.
- მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საწყობის მართვის, ლოჯისტიკის ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში.
- სასურველია გამოცდილება ენერგეტიკის, სამრეწველო ან ინფრასტრუქტურის სექტორში.
უნარები და კომპეტენციები:
- საწყობის მართვის სისტემებისა და ERP/სასაქონლო-მატერიალური ღირებულებების ბაზისური ცოდნა.
- Spare Parts Register-ის წარმოების გამოცდილება — უპირატესობა.
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა.
- ქართული ენის ცოდნა — სავალდებულო; ინგლისური — სასურველი.
- მართვის მოწმობა (კატეგორია B).
- მაღალი ორგანიზებულობა, სიზუსტე, ინიციატიური და გუნდური მუშაობის უნარი.