ლოჯისტიკის მენეჯერი
ლოჯისტიკური კომპანია "ალიანს ლოჯისტიკი" 2012 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით.
ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00. შაბათ კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. საბურთალო. "ტიფლის ბიზნეს ცენტრი".
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და ფასის ოპერატიულად დაანგარიშება.
- ტრანსპორტირების დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი.
- შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგი.
- ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა
- მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება იმავე პოზიციაზე.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
- რუსული და თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- ინფორმაციის სწრაფად ათვისება,
- ჯანსაღი და გამართული კომუნიკაცია,
- პუნქტუალურობა.