ლოჯისტიკის მენეჯერი
შპს "Premium Logistics International" საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო გადაზიდვების პროცესების ორგანიზება და მართვა;
- პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება;
- ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
მოთხოვნები:
- ინგლისურის ენის სრულფასოვნად ცოდნა.
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
აუცილებელი უნარები:
- ლოჯისტიკური პროცესების მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
- ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების მიხედვით + ბონუსი