ლოჯისტიკის მენეჯერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს საერთაშორისო სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია გადაზიდვის სრული პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცესებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე საბაჟო და განბაჟების პროცედურების პრაქტიკული ცოდნა.
სამედიცინო სფეროს მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად, თუმცა არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
- საბაჟო და განბაჟების პროცედურების კოორდინაცია, შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი;
- კონკრეტული გადაზიდვისთვის შესაბამისი გადამზიდავი კომპანიის მოძიება და ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტის შერჩევა;
- მძღოლებთან, გადამზიდავ და ლოჯისტიკურ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- სატრანსპორტო ტარიფებზე მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიისთვის ოპტიმალური პირობების შეთანხმება;
- გადაზიდვის სრული პროცესის მართვა და კონტროლი - ჩატვირთვის დაგეგმვიდან ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიწოდებამდე;
- სატრანსპორტო ტრანსპორტის გადაადგილების, ტვირთის სტატუსისა და მიწოდების ვადების ყოველდღიური მონიტორინგი;
- გზაში, ტრანზიტისას, საბაჟოზე ან საზღვარზე წარმოქმნილი შეფერხებებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ოპერატიულად გადაწყვეტა;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების კონტროლი;
- ახალი მძღოლების, გადამზიდავი და ლოჯისტიკური კომპანიების მოძიება და პარტნიორული ქსელის მუდმივი განვითარება;
- არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
- მიმდინარე და დასრულებული გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის კომპანიის სისტემაში დროული, ზუსტი და სრულყოფილი ასახვა;
- რამდენიმე მიმდინარე გადაზიდვის პროცესის პარალელურად ეფექტიანი მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ლოჯისტიკაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - აუცილებელია;
- საერთაშორისო გადაზიდვების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
- იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცესების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება - აუცილებელია;
- საბაჟო და განბაჟების პროცედურების, შესაბამისი დოკუმენტაციისა და პროცესების ცოდნა - აუცილებელია;
- გადამზიდავ კომპანიებთან და მძღოლებთან მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
- სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე - აუცილებელია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რამდენიმე გადაზიდვის ერთდროულად დაგეგმვის, კოორდინაციისა და კონტროლის უნარი.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმოების უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;
- პრობლემების სწრაფად გაანალიზებისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სტრესულ და პრობლემურ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას - 2-თვიანი გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით;
- გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.