ლოჯისტიკის და ხარისხის კონტროლის სპეციალისტი- ფოთი
კომპანია "არ ემ ჯი" (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ფოთი
ლოჯისტიკის და ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- საბაჟო პროცედურები და ფორმალობები (ექსპორტი და იმპორტი). ფოთის პორტის და გეზში ტვირთის საბაჟო გაფორმება, რეგისტრირებული დეკლარაციის ფერზე გაშვება და სხვა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული მოთხოვნები;
- უზრუნველყოს ფოთის პორტში (APMT/PACE) და სხვა ტერმინალებზე არემჯის კუთვნილ ტვირთებზე კონტროლი - შენახვის, დატვირთვის/დაცლის პირობების მონიტორინგი და მეთვალყურეობა. სეპარირებული ლოტებად დასაწყობების, და დატვირთვის მონიტორინგი;
- ლოჯისტიკის სამსახურის უფროსს წარუდგინოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ;
- დროულად მოითხოვოს და უზრუნველყოს საბაჟო პროცედურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. (პორტი, ტერმინალი, საბაჟო ან სხვა სტრუქტურული ერთეული)
- დაზიანებული ბეგების ახლით შეცვლის ორგანიზაცია;
- დაყრილი პროდუქციის ახალ ბიგბეგში მოთავსების ორგანიზაცია;
- სხვადასხვა ტვირთებით დაბინძურებისაგან დაცვის უზრუნველყოფის ორგანიზაცია;
- შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა, ლოჯისტიკასთან ან ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული დავალება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook;
- ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- გამართულად წერის უნარი.
კანდიდატების შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2026 წლის 06 ივლისის 18:00 საათისა-მდე.