ლოჯისტიკის ასისტენტი
სამშენებლო მასალების ბაზარზე ოპერირებადი კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც საკუთარი მოტოციკლით ან მოპედით უზრუნველყოფს სხვადასხვა საოპერაციო დავალების შესრულებას თბილისის მასშტაბით.
ვაკანსია: ლოჯისტიკის ასისტენტი (საკუთარი მოტოციკლით/მოპედით)
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ნიმუშების უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება შესაბამის ობიექტებზე თბილისის მასშტაბით
- ბეჭდური მასალის წამოღება სტამბიდან და მისი დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირება
- ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვისა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
- მიცემული დავალებების განსაზღვრულ ვადებში შესრულება
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული საორგანიზაციო და საოპერაციო დავალებების შესრულება
- საჭიროების შემთხვევაში, უახლოესი ობიექტების ან პარტნიორი ორგანიზაციების ტრანსპორტის გამოყენების გარეშე მონახულება და შესაბამისი დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საკუთარი მოტოციკლის ან მოპედის ფლობა
- შესაბამისი კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
- თბილისის ქუჩებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა
- რუკის აპლიკაციების ეფექტურად გამოყენების უნარი
- ხელმარჯვე და პრაქტიკული უნარების ფლობა
- მზადყოფნა მოქნილი სამუშაო დავალებების შესასრულებლად
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- სიახლის სწრაფად ათვისების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
- ინიციატივიანობა და დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების უნარი