ლოგისტიკის თანამშრომელი
კომპანია "Bound Solutions" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლოგისტიკის თანამშრომელი.
მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 5/2, 11:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა მატერიალური რესურსების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- საწყობში ტვირთის მიღება, ჩატვირთვა, ჩამოტვირთვა, განთავსება და დასაწყობება;
- საწყობის მოწესრიგებასა და ინვენტარის სწორ განთავსებაში მონაწილეობა;
- ინვენტარისა და აღჭურვილობის ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე დროული და ორგანიზებული გადაზიდვა;
- ღონისძიებებისათვის საჭირო მასალებისა და ტექნიკური ინვენტარის ადგილზე მიტანა, განთავსება და შემდგომი დაბრუნების პროცესის უზრუნველყოფა;
- ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილზე ყოფნა და ლოგისტიკური პროცესების მხარდაჭერა;
- ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ აღჭურვილობის ჩატვირთვა, ჩამოტვირთვა, გადაადგილება და საწყობში დაბრუნება;
- ინვენტარისა და აღჭურვილობის რაოდენობრივი და ვიზუალური კონტროლი ტრანსპორტირებისა და დასაწყობების პროცესში;
- დაკარგული ან დაზიანებული ინვენტარის იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის;
- ლოგისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო დავალებების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ლოგისტიკური და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- B & C კატეგორიების მართვის მოწმობის ფლობა;
- ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზაობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
- არასტანდარტულ სამუშაო გრაფიკთან და ღონისძიებების განრიგთან ადაპტაციის შესაძლებლობა.