ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ჩვენს შესახებ:
"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
"ვოლტა" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლოგისტიკური პროცესების ყოველდღიური დაგეგმვა და ეფექტიანი მართვა;
- მომწოდებლებისგან პროდუქციის დროული მიღების კოორდინაცია;
- საწყობის ოპერაციების ორგანიზება და მარაგების გადაადგილების კონტროლი;
- მიწოდების მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- კომპანიის ავტოპარკის, მძღოლებისა და მტვირთავების სამუშაო პროცესის მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარის ლოგისტიკური კომპანიების შერჩევა, კოორდინაცია და კონტროლი;
- მიწოდების ვადების, ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- დეპარტამენტის თანამშრომლების მართვა, შეფასება და განვითარება;
- ლოგისტიკური ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის ინიცირება.
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
- ლოგისტიკის, ოპერაციების ან მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
- ხელმძღვანელ პოზიციაზე გუნდის მართვის გამოცდილება;
- საწყობისა და დისტრიბუციის პროცესების ღრმა ცოდნა;
- მარშრუტების დაგეგმვისა და ტრანსპორტირების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა (ERP/WMS/TMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ლიდერული უნარები და შედეგზე ორიენტირებულობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.