ლითონის ლაზერული ჭრის სპეციალისტი — ფოლადის სახლი

ფოლადის სახლი — ლოგო
ფოლადის სახლი

ლითონის ლაზერული ჭრის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ფოლადის სახლი" - ლითონის სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ლითონის ლაზერული ჭრის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, იუმაშევის ჩიხი 14

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ლაზერული ჭრის დანადგარის მართვა და კონტროლი;
  • ტექნიკური ნახაზებისა და დავალებების მიხედვით დეტალების დამუშავება;
  • მასალების მომზადება და დანადგარზე განთავსება;
  • ჭრის ხარისხის კონტროლი და მზა პროდუქციის შემოწმება;
  • დანადგარის ყოველდღიური ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • უსაფრთხოების ნორმებისა და საწარმოო პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • CNC ლაზერული ჭრის დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • CAD/CAM პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • მეტალურგიულ მასალებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საზომი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობა, სიზუსტე და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ